ევროკავშირის მთავარი დიპლომატი უკრაინაში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი უკრაინაში ჩავიდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ბორელმა "Twitter-ზე" დაწერა.

"რუსეთის მზარდი სამხედრო ფორმირებასთან დაკავშირებით, მე აქ ვარ, რათა ვაჩვენო ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარი დავუჭირო მდგრადობისთვის საკვანძო რეფორმების განხორციელების მუდმივ ძალისხმევას”, - წერს ბორელი.

ვიზიტის ფარგლებში ბორელი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინას და კონფრონტაციის ხაზს ეწვევა. შემდეგ ის კიევში გაემგზავრება, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.