ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის საბანკო ადმინისტრაციის (EBA) განცხადებით, მის საფოსტო სერვერ Microsoft Exchange-ს გლობალური კიბერთავდასხმისას საფრთხე დაემუქრა.

უწყება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს და სრულად ფუნქციონირების აღდგენისათვის მონიტორინგს ახორციელებს.

„ამ დროისათვის EBA-ს საფოსტო ინფრასტრუქტურა დაცულია, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მონაცემთა გატანა არ მომხდარა და არ არსებობს ნიშანი, რომ ზიანი ჩვენი საფოსტო სერვერების საზღვრებს გასცდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.