ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვალ შეხვდებიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ბრიუსელში 22 თებერვალს შეხვდებიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები მსოფლიოში მიმდინარე მთავარ მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის, ბელარუსში, ირანში, ეთიოპიასა და მიანმარში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

ხვაკ გამართული შეხვედრის ფარგლებში მინისტრები ასევე იმსჯელებენ ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებზე, საერთო ევროპულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზეც.