ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

შეკრება ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვას უკავშირდება. მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ლიბიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ.

შეხვედრამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ევროპულ სახელმწიფოებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება შესთავაზა.