ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ისრაელი-პალესტინის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარების გამწვავებას განიხილავენ. ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეპ ბორელმა მოიწვია.

შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

„ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციასა და სამოქალაქო მსხვერპლის მიუღებელ რიცხვთან დაკავშირებით, სამშაბათს ვატარებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას. კონფერენციის დროს განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საუკეთესო სახით წვლილი შეიტანოს არსებულ ძალადობის შეწყვეტაში“, - დაწერა ბორელმა "ტვიტერში".