ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანს ეწვევა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი ამ კვირაში აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ამჟამად კლაარი ერევანში იმყოფება, რის შემდეგაც ის ბაქოში ჩასვლას გეგმავს.

ვიზიტის დროს ტოივო კლაარი აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შეხვდება.