ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანში ჩავიდა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი ამ კვირაში აზერბაიჯანს ეწვია.

ტოივო კლაარი ბაქოში ქვეყნის რიგ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

განხილული იქნება აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, აქტუალური რეგიონალური საკითხები, ასევე ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სიტუაციის საკითხები.

ვიზიტი 19 სექტემბერს დასრულდება.