ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

22 თებერვლიდან ტოივო კლაარი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ამის შემდეგ ის საქართველოს, რუსეთს და შემდეგ აზერბაიჯანს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდება.