ევროკავშირისა და შენგენის ზონის საზღვრები ჩაიკეტა

17  მარტიდან ევროკავშირისა და შენგენის ზონის საზღვრები ჩაიკეტება. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კოროვირუსული ინფექციით COVID-19 – ის ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით შეზღუდვები 30 დღე გაგრძელდება. 

”სამშაბათს, შუადღისას, ევროკავშირის საზღვრები 30 დღის განმავლობაში დაიხურება. ვიზიტები არაევროპულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ამ პერიოდის განმავლობაში შეჩერებულია,"-განაცხადა მაკრონმა.