ევროკავშირმა ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამა დაიწყო

ევროკავშირში პანდემიებთან საბრძოლველად ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

”ჩვენ ევროკავშირში ბიოლოგიურ თავდაცვის პროგრამას ვიწყებთ, რომელიც მუდმივად იმუშავებს და უზრუნველყოფს მომავალი პანდემიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისათვის მომზადებას”, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა

მისივე თქმით, ეს პროგრამა მიიღებს მუდმივ დაფინანსებას, რათა თავიდან იქნას აცილებული თანხებს სხვა მიმართულებიდან გადანაწილება. მან დასძინა, რომ პროგრამა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.