ევროკავშირმა ჩინეთს დამცავი აღჭურვილობა გაუგზავნა

ევროკავშირის გადაუდებელი საჭიროებების კოორდინაციის ცენტრმა ჩინეთში დამცავ აღჭურვილობა გაგზავნა. 

ევროკომისიის პერეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლიაიენის განცხადებით, მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ლი კექიანგთან. მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს ყველა შესაძლებელი გზით კორონავირუსის გავრცელების კერას. 

ამჯერად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 12 ტონამდე დამცავი აღჭურვილობა შეგროვდა, რომელიც ჩინეთისკენ უკვე გაგზავნეს.