ევროკავშირმა ღარიბ ქვეყნებს კოვიდვაქცინის 380 მილიონ დოზა შესთავაზა

ევროკავშირმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს 2021 წელს საერთაშორისო COVAX მექანიზმის მეშვეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 380 მილიონი დოზა მიაწოდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე განაცხადა.

"ჩვენ 2021 წლის ვაქცინების გამოყოფის მიზნებს გადავაჭარბეთ და ვაქცინის 380 მილიონი დოზა დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებს, ძირითადად COVAX-ის მეშვეობით მივაწოდეთ. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ - 2022 წლის შუა რიცხვებისთვის, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვაქცინის 700 მილიონი დოზას დავარიგებთ", - დაწერა მან.

ევროკავშირის ქვეყნები ამჟამად თავიანთი მოსახლეობის ვაქცინაციას ბუსტერებით აჩქარებენ. ამ მიზნებით Pfizer-ისა და Moderna-ს პრეპარატები გამოიყენება.