ევროკავშირმა ჯანმო-ს რეფორმის პროექტი მოამზადა

ევროკავშირმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეფორმირების მიზნით წინადადებების პაკეტი მოამზადა, რომელიც წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმის გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტის ტექსტი გერმანიის მთავრობამ სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ შეადგინა.

სააგენტო წერს, რომ ეს ყველაფერი ჩინეთის კრიტიკის ფონზე მოხდა. ქვეყანას იმაში ადანაშაულებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამჭვირვალე მონაცემები არ მიაწოდა.

გარდა ამისა, დოკუმენტში მოცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა. რეფორმა ასევე ეხება დაფინანსებას, მმართველობას და იურიდიულ უფლებამოსილებას.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები პროექტს მომავალ კვირაში განიხილავენ.