ევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "შავი სია" გააფართოვა.

ლუკაშენკოს გარდა, "შავ სიას" კიდევ 14 ბელარუსი ჩინოსანი შეემატა. სავარაუდოდ, მათ ევროკავშირში გამგზავრება ეკრძალებათ. ასევე შესაძლოა, ევროკავშირმა მათი აქტივები გაყინოს.