ევროკავშირმა "რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ევროკავშირმა COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა ოფიციალურად გასცა.

BBC-ის ინფორმაციით, პრეპარატის კვლევამ, რომელიც თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ გამოიყენებოდა, აჩვენა, რომ ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რომელიც „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის სრულ მარაგს, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90%-ს წინასწარ ყიდულობს.