ევროკავშირმა, შესაძლოა, Pfizer-ის მესამე დოზა დაუშვას

ევროპის წამლის სააგენტო (European Medicines Agency EMA) იმედოვნებს, რომ ოქტომბრის ბოლოს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნებართვას დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეს ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს პირველი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ე.წ. ბუსტერულ დოზას უკავშირდება.

"EMA-ს გადაწყვეტილება Pfizer-ის მესამე დოზასთან დაკავშირებით ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება", - განაცხადა ინფორმირებულმა წყარომ.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წელს გადაცილებულებისთვის და მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეებისთვის Pfizer-ის ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა.