ევროკავშირმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყო

ევროკავშირმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა უარყო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, აშშ-ის ინიციატივა უკვე მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოა.

ევროპული დიპლომატიის მეთაურის თქმით, ისრაელის მცდელობა მიისაკუთროს პალესტინის ტერიტორია, უპასუხოდ არ დარჩება. 

 გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, ვაშინგტონი აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს დასავლეთ ნაპირზე არსებულ ებრაულ დასახლებებზე და მთელ იერუსალიმზე, ასევე, აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. მოითხოვს „ჰამასის“ განიარაღებასა და პალესტინელებისგან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას.