ევროკავშირმა "უსაფრთხო" ქვეყნების ჩამონათვალი შეამცირა

ევროკავშირმა შეამცირა იმ "უსაფრთხო" ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესვლის უფლება აქვთ. ევროკავშირის საბრჭოს გადაწყვეტილებით, "უსაფრთხო" ქვეყნების სიიდან ამოღებულია მაროკო და ალჟირი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ.

ევროკავშირის საბჭომ "უსაფრთხო" ქვეყნების სიაში 10 ქვეყანა დატოვა, მათ შორის საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამგზავრება 8 აგვისტოდან შეეძლებათ. 

სხვა დანარჩენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლებათ.