ევროკავშირში სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Local ავრეცელებს.

ამჟამად ინიციატივის დეტალები უცნობი რჩება.

ამასთან, ცნობილია, რომ ევროკავშირში მოგაურობას მესამე ქვეყნის სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებიც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში კოვიდპასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.