ევროკომისიის 500 მილიონიან დახმარებას უკრაინა თებერვალში მიიღებს

ევროკომისია უკრაინას, ფინანსური დახმარების ფარგლებში, თებერვალში, სავარაუდოდ, 500 მილიონის ტრანშს გამოუყოფს. ეს ქვეყნისთვის, ევროკომისიის მხრიდან მეორე და ბოლო დახმარება იქნება. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.

მანამდე კიევი ელოდებოდა, რომ ევროკავშირის დახმარება 2019 წლის ბოლომდე იქნებოდა გამოყოფილი. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე ტრანშის მისაღებად, უკრაინამ, 12 მოთხოვნიდან 11 შეასრულა.