ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა. 

გადაწყვეტილებას მხარი 621-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 49 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა -13-მა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად 31 იანვარს დატოვებს. თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არაფერი შეიცვლება: ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ შემდგომი ურთიერთობების შესახებ.