ევროპაში ქარიშხალს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ძლიერ ქარიშხალს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის ქვეყნებს ქარიშხალმა „ელზამ“ და „ფაბიენმა“ გადაუარა.

შეზღუდულია აეროპორტების მუშაობა. გადაიდო რეისები, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა. ქარიშხლის შედეგად დაზარალდნენ იტალია და დიდი ბრიტანეთიც.

ასევე ინგლისში შტორმის შედეგად, მდინარეები ადიდდა. ტორნადომ დააზიანა სახლები და ავტომანქანები.