ევროპაში შტორმი "ელზა" მძვინვარებს, არის მსხვერპლი

დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილს შტორმი "ელზა" დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე 130 კმ/სთ-ს აღწევს. გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე რეგიონი დაიტბორა.

ესპანეთის ასტურიას პროვინციაში ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც ტალახისა და ქვის მასამ დაფარა.

ერთი ადამიანი დაიღუპა გალისიას პროვინციაში კედლის ჩამონგრევის შედეგად.

ქვეყნის უელვის პროვინციაში, ერთ-ერთ ქალაქში წყალდიდობის შედეგად წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. მაშველები ავტომობილებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობდნენ.

პოტრუგალიაში უამინდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთის მანქანას ხე დაეცა, მეორე სახლის ნანგრევებში მოჰყვა. სეტუბალის რეგიონში ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მაშველები ვარაუდობენ, რომ ის დინებამ წაიღო.

ატლანტიკის სანაპიროზე რამდენიმე მეურნეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.