ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ის გავრცელების მიხედვით ლიდერები შეიცვალნენ

ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 396 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული ბრაზილიაში, ინდოეთსა და კოლუმბიაში გამოვლინდა.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ლიდერობენ.

ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირების 85,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინდოეთში - 67,000-ზე მეტი და კოლუმბიაში - 27,000-ზე მეტი.

გარდა ამისა, არგენტინაში დარეგისტრირდა 27 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. რეიტინგში პაციენტების რაოდენობის მიხედვით შემდეგია რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.

მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 9 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამჟამად მსოფლიოში ინფიცირების 11 მილიონი აქტიური შემთხვევაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 177,816,856 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3,848,945 ადამიანი გარდაიცვალა, 162,323,582 გამოჯანმრთელდა.