ევროპულმა მარეგულირებელმა ასტრაზენეკას უსაფრთხოება დაადასტურა

ევროპული წამლების მარეგულირებელმა (ЕМА), AstraZeneca-თი ვაქცინირებულებში შესაძლო თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ მონაცემების შეფასების შემდეგ, დაასკვნა, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური და უსაფრთხოა. ამის შესახებ ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე ЕМА-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა განაცხადა.

"კომიტეტმა მკაფიო სამეცნიერო დასკვნა გააკეთა, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა, რომელიც ადამიანებს COVID-19-ისგან იცავს", - განაცხადა მან.

კუკის თქმით, უსაფრთხოების კომიტეტმა ვერ დაადგინა კავშირი გართულებებსა და პრეპარატის ხარისხს შორის.

"ამ მომენტისთვის არ ვლინდება დადასტურება გართულებების პრეპარატთან კავშირის შესახებ", - განაცხადა მან.

ЕМА-ს ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინის მოქმედების დეტალური შესწავლა გაგრძელდება.