Facebook-მა ბაიდენის ინაუგურაციის წინ იარაღის აქსესუარების გაყიდვა აკრძალა

Facebook-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ იარაღის დამცავი აღჭურვილობისა და იარაღის აქსესუარების რეკლამა აკრძალა. დროებით აკრძალულ რეკლამებში შედის ჯავშანჟილეტები, იარაღის ჩასადებები და სეიფები. 

სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, შეზღუდვები ძალაში ბაიდენის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ოფიციალურად დანიშვნის დღიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.  

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.