Facebook-სა და Instagram-ში შეფერხება იყო

Facebook-სა და Instagram-ის მომხმარებლების სოციალურ ქსელებში შეფერხებებზე საუბრობენ. შესაბამისი მონაცემები Downdetector-ზე გამოქვეყნდა. სირთულეები ავტორიზაციასა და "ნიუსფიდის" ჩატვირთვას ეხება.

Facebook ძირითადად შეფერხებით მუშაობს აშშ-ში, ვენესუალასა და პერუში.

Instagram-ის მომხმარებლებს პრობლემები აქვთ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში.