Facebook-სა და Instagram-ზე შეფერხებები დაფიქსირდა

Facebook-სა და Instagram-ზე მასობრივი შეფერხებები დაფიქსირდა. სერვის Downdetector-ის ინფორმაციით, Instagram-ის მომხმარებელთა 58% "ნიუსფიდის" პრობლემა შეექმნა. 33% პორტალზე საერთოთ ვერ შევიდა, 8%-მა კი ვებ-ვერსიის შეფერხების შესახებ განაცხადა,

პრობლემები უმეტესად ლონდონში, პარიზში, ლისაბონში, პორტუში, მონრეალში, ტორონტოში, ნიუ-იოკში, მაიამისა და ლოს-ანჯელესში დაფიქსირდა.

Facebook შეფერხებით მუშაობდა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, მექსიკაში, სან-პაულუში და სიდნეიში. აქედან 80% ზოგადად სოციალური ქსელის მუშაობის პრობლემებს უჩიოდა, 20% კი სისტემაში შესვლას ვერ ახერხებდა.