ფაშინიანი პუტინს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს სომხეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით, კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყება სთხოვა. 

განცხადების თანახმად, ფაშინიანის მოთხოვნა 1997 წლის "რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების" მეორე პუნქტს ემყარება.