ფაშინიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ათავისუფლებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს თანამდებობიდან ათავისუფლებს.

ამის შესახებ მან სომხეთის პარლამენტში განაცხადა.

"დიახ, მე მივიღე გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინიტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ფაშინიანმა.