ფაშინიანმა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა

სომხეთი მზად არის, განაახლოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"ერევანი მზად არის, რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების სამმხრივი კომისიის მუშაობა განაახლოს", - განაცხადა ფაშინიანმა.