ფაუჩი: დღეში, შესაძლოა, 100 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატის წევრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება აშშ-ში პანდემიას სრულად ვერ აკონტროლებს.

როგორც სენატში მოსმენისას ექიმმა ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, ხალხი თუ სოციალურ დისტანციას არ დაიცავს და ნიღბების ტარებაზე უარს იტყვის, ქვეყანაში დიდი სირთულეები იქნება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი შეიძლება, დღეში 100 ათასამდე გაიზარდოს.ფაუჩის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ინფიცირების ასეთ მაღალ მაჩვენებელს იხილავს.