ფაუჩი: შეზღუდვების მოხსნა აშშ-სთვის შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, რომ ”ეჭვგარეშეა” კორნავივირუსის ახალი შემთხვევები გაჩნდება, როდესაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მოსახლეობა შეკრებებს აღადგენს.

ენტონი ფაუჩიმ სენატორები გააფრთხილა, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზედმეტად სწრაფად გახსნამ და შეზღუდვების გაუქმებამ შესაძლოა მართლაც სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

"უფრო მეტი COVID-19-ის ინფექციის შემთხვევა გარდაუვალია, რადგან ხალხი კვლავ დაიწყებს შეკრებას. ეჭვგარეშეა, რომ თუნდაც საუკეთესო პირობებში, ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ იქნება. შედეგები შეიძლება მართლაც სერიოზული იყოს", -  განუცხადა ენტონი ფაუჩმა აშშ-ის სენატის ჯანმრთელობის, შრომისა და პენსიების კომიტეტს. 

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ კარანტინის დროზე ადრე გაუქმებამ შესაძლოა "საათის უკან დაბრუნება" გამოიწვიოს.