"ფეისბუქმა" ტრამპის ანგარიშის აღდგენას მხარი არ დაუჭირა

ამერიკული კორპორაცია Facebook-ის დამოუკიდებელმა საზედამხედველო საბჭომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის შეზღუდვები ძალაში დატოვა.

"საბჭომ მხარი დაუჭირა Facebook-ის 2021 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook და Instagram ანგარიშებზე კონტენტის განთავსების შეზღუდვის შესახებ", - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები რამდენიმე თვის წინ დაბლოკეს, მას შემდეგ რაც 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის მცდელობა იყო.

დღეს, 5 მაისს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი პლატფორმა წარადგინა.