ფერმერებმა ტრაქტორებით ვარშავის ქუჩები გადაკეტეს

ვარშავაში, საპროტესო აქციის მიმდინარეობისას, ფერმერებმა ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Gazeta Wyborcza იუწყება.

გამოცემის თანახმად, ტრაქტორები დედაქალაქში 5 დეკემბერს დილით შევიდნენ. მომიტინგეები დამატებითი შეღავათების დაწესებას ითხოვდენ ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის, რომლებიც პროდუქციას საბაზროზე დაბალ ფასად ყიდიან. 

ვარშავის პოლიციამ მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მოთხოვნას დაემორჩილნენ.