ფესტივალი New York Comic Con ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

ნიუ-იორკის ფესტივალი Comic Con ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood reporter წერს.

ეს გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიიღეს. მათი თქმით, COVID-19 აშშ-ში ჯერ კიდევ მძვინვარებს, ამიტომ ყველა ღონისძიება ვირტუალურად გაიმართება.

ფესტივალის Youtube-არხზე რამდენიმე პირდაპირი ტრანსლაცია იქნება ორგანიზებული.

New York Comic Con 8-11 ოქტომბერს ჩატარდება.