ელექტროგადამცემი სადგურის დაზიანებამ კალიფორნიაში ძლიერი ხანძარი გამოიწვია

აშშ-ში, კალიფორნიაში, სანომის ოლქში, ქალაქ გეინსერვილში Pacific Gas and Electric Co-ის საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროსადგურში დაზიანებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი ძლიერი ქარის გამო ძალიან სწრაფად გავრცელდა. მოსახლეობას დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთვის საცხოვრებელი ადგილებიდან 2000 ადამიანი გაყვანილია. ხანძარმა 28 ათასი ჰექტარი მიწა მოიცვა.

სერიოზული ზარალი მიადგა ვენახებით განთქმულ ტერიტორიას, სადაც ირგვლივ უამრავი ცნობილი კაფე და რესტორანია განლაგებული. მიმდინარეობს გამოძიება.

კალიფორნიის ტერიტორიაზე ხანძარი თითქმის ყოველთვიურად ხდება. სანომის ოლქში, ქალაქ გეინსერვილთან ახლოს განსაკუთრებითო ძლიერი ხანძარი 2018 წელს მოხდა, როდესაც ცეცხლმა ათასობით კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა.