ჩინეთში ნავთობის ჭაბურღილზე აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, შენსის პროვინციაში, ნავთობის ჭაბურღილზე კომპანია ჭის გამტარიანობის შესამოწმებლად ექსპერიმენტს ატარებდა. 

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მანქანაზე დამონტაჟებულ საბურღ აპარატურაზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა 5 და დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი, 3 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. 

აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.