არგენტინის დასავლეთით 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ არგენტინაში, ჩილეს საზღვართან ახლოს, სან-მარტინიდან 130 კილომეტრში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.