ფილადელფიაში ჰოსპიტალს მამაკაცმა მიმართა, რომელსაც 15-ჯერ ესროლეს

აშშ-ს ფილადელფიის შტატის პოლიცია აცხადებს, რომ ერთ-ერთ საავადმყოფოს მამაკაცმა მიმართა, რომელსაც 15-ჯერ ესროლეს.

მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

„27 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის, სავარაუდოდ გადარჩება“, - განაცხადა პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა, სკოტ სმოლმა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილსაც მიაგნო, საიდანაც 23 ვაზნაა ამოღებული. მიმდინარეობს გამოძიება.