ფილიპინების პრეზიდენტი მოტოციკლეტიდან გადმოვარდა

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მოტოციკლეტიდან გადმოვარდა. ამის შესახებ მისი პრეს-მდივანი, სალვადორ პანელო აცხადებს.

მისი თქმით, დუტერტეს მსუბუქი დაზიანება აქვს - რამდენიმე ნაკაწრი იდაყვსა და მუხლზე. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ოპერატიულად გაუწიეს.

პრეზიდენტი მოტოციკლეტით რეზიდენციის ეზოში სეირნობდა.