ფილიპინების სანაპიროსთან 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების სანაპიროსთან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პუნდაგიტანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 219 კილომეტრში, 139 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, დავაოში იგრძნობოდა.

მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.