ფილიპინებში 2 დღის განმავლობაში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებში, მინდანაოს მახლობლად, უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.5 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი დავაოდან 37 კილომეტრში, დედამიწის ზედაპირიდან 22 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ნგრევისა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მეტეოროლოგების ცნობით ცუნამის საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ფილიპინებში, იმავე არეალში, ორი დღის წინაც მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.