ფილიპინებში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დამტკიცებულია 

ფილიპინების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, როლანდო ენრიკე დომინგოს განცხადებით, საკუთარი ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვის მინიჭების თხოვნით მარეგულირებელ ორგანოს ჩინურმა კომპანია Sinovac-მაც მიმართა.

Pfizer-სა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, პირველი ვაქცინაა, რომელიც ფილიპინებმა დაამტკიცა.