ფილიპინებში ვულკანის ფერფლი 2 კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა

ფილიპინებში ვულკანი "ტაალი" ისევ აქტიურია. მთავარი კრატერიდან გამოტყორცნილი ლავის შადრევანი 500 მეტრის სიმაღლეს, ფერფლი კი 2 კილომეტრს აღწევს.

კვირას გააქტიურებულმა ვულკანმა თავიდან 1 კილომეტრის სიმაღლის ფერფლის ნაკადი გამოუშვა. რეგიონში, 5 ბალიანი შკალიდან, განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. მიმდებარე ტერიტორიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო, ბატანგასის სამი დასახლებული პუნქტიდან, სულ, 80 000 ადამიანი გაიყვანეს.