ფილიპინებზე მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების კუნძულ მინდანაოსთან მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდამ 5.5 შეადგინა.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან 112 კილომეტრში დაფიქსირდა. სიღრმე 23,1 კილომეტრი იყო.

ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.