ფილიპინებზე ტაიფუნს 61 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე ტაიფუნი "ვამკოს" შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ტაიფუნის შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, ხოლო 12 ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება.

ამჟამად, "ვამკო" ვიეტნამის სანაპიროებს უახლოვდება. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 165 კმ/სთ აღწევს. ვიეტნამის პროვინციებიდან ტაიფუნის საშიშროების გამო 468,000 ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.