Financial Times-ის მთავარი რედაქტორი თანამდებობას ტოვებს - განახლებულია

გამოცემა Financial Times მთავარი რედაქტორი, ლიონელ ბარბერი იანვარში თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს. 14-წლიანი მმართველობას ის იაპონურ Nikkei-სთვის გაზეთის მიყიდვით და ონლაინ-გამოწერის უდიდესი ბიძგით ასრულებს.

"მე ველოდები, რომ ჩემი შემცვლელი უახლოეს მომავალში დასახელდება", - განაცხადა ბარბერმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Financial Times-ის მთავარი რედაქტორი რულა ჰალაფი იქნება, რომელიც ამჟამად ბარბერის მოადგილის პოსტს იკავებს. ეს გაზეთის 131-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ამ პოსტს ქალი იკავებს.