Financial Times-მა წლის ადამიანი დაასახელა

გამოცემამ Financial Times წლის ადამიანად Microsoft Corp-ის გენერალური დირექტორი, სატიე ნადელა დაასახელა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნადელას 6-წლიანი მმართველობის პერიოდში, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, Microsoft-ის აქციონერების ჯამურმა შემოსავალმა $1 ტრილიონს გადააჭარბა. ნომინაციაში ნადელმა "ტექნოლოგიების სფეროში მაგნატებს შორის განსაკუთრებული ადგილისთვის" გაიმარჯვა.