ფინეთის აეროპორტში COVID-19-ზე ტურისტებს ძაღლები ამოწმებენ

ჰელონსკი-ვანტაას აეროპორტში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის გატარება დაიწყეს. მგზავრებს კორონავირუსზე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ამოწმებენ.

ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერთა გუნდი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდს შესაძლოა სამომავლოდ ფართო გამოყენება ჰქონდეს. 

გაზაფხულზე ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ცდა ძაღლების მონაწილეობით. ყველა შემთხვევაში, ძაღლებმა ზუსტად შეძლეს ინფიცირებულების აღმოჩენა.